უკრაინელი დეპუტატი – ღარიბაშვილსა და საქართველოზე: „სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდა?“
25/02/2022 10:19:59 პოლიტიკა
უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ოფიციალური თბილისი არ შეუერთდება დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს და სვამს კითხვას, „სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდა?“
„საქართველომ არ დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდა?
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციების გატარება მის ქვეყანას უფრო მეტად დააზარალებს. ამისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასაც არ აპირებს.
მაგრამ ყველაზე მეტად გასაკვირია რეაქცია მარტივ კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი კიევს ეწვიოს სოლიდარობის ნიშნდად. პრემიერი ამბობს, რომ ახლა უკრაინის თავზე ცა დაკეტილია. არა უშავს, ირაკლი. როდესაც ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამოქალაქო თვითმფრინავები იფრენენ, სამხედროების ნაცვლად - შეგიძლია, არსად წახვიდე.
ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ? დაგავიწყდათ, როგორ ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც თბილისში 2008 წელს ტანკები დადიოდნენ? თქვენ ამას აიტანთ თუ აუხსნით ღარიბაშვილს, თუ რა უნდა გააკეთოს?“,– წერს უმაღლესი რადას დეპუტატი “ფეისბუქზე“.
იხილეთ ასევე: ღარიბაშვილი კიევში ჩასვლას არ აპირებს
საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება


