ანკარა განმარტავს, დაკეტავს თუ არა რუსული ხომალდებისთვის თურქეთი დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებს

25-02-2022 14:53:54 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარას არ შეუძლია, დაკეტოს რუსული ხომალდებისთვის დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები.

აღნიშნულის მიზეზად მან 1936 წლის მონტრეს კონვენცია დაასახელა.

"კონვენციის მიხედვით რუსეთს აქვს უფლება, დააბრუნოს გემები თავიანთ ბაზებზე, ამ შემთხვევაში შავ ზღვაში", – განაცხადა ჩავუშოღლუ

"1936 წლის მონტრეს კონვენციის თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი სრუტეებზე და შეუძლია, შეზღუდოს სამხედრო გემების გავლა ომის დროს ან საფრთხის შემთხვევაში, მაგრამ ამ მოთხოვნამ ნატო–ს წევრი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან ის ერთის მხრივ, ცდილობს, უერთგულოს თავის დასავლურ ვალდებულებებს და მეორეს მხრივ, შეინარჩინოს მჭიდრო კავშირები რუსეთთან", – იუწყება The Guardian.

სრუტეების დაკეტვის თხოვნით თურქეთს უკრაინამ მას შემდეგ მიმართა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევი წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები