
უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა გემმა მოლდოვური ხომალდი დააზიანა
25/02/2022 12:57:02 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ცნობით, რუსულმა გემმა მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი დააზიანეს. თავადპირველად მან განაცხადა, რომ გემი რუმინეთის დროშის ქვეშ ცურავდა, თუმცა შემდეგ დააზუსტა.
მისი ინფორმაციით, ინციდენტი იუჟნის პორტიდან 12 მილის დაშორებით მოხდა.
„გარემოებების დადგენა მიმდინარეობს. გემთან კომუნიკაცია არაა“.