
რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა შეუჩერეს
25/02/2022 15:50:24 მსოფლიო
რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა შეუჩერეს.
ეს პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით დაიწყო.
რუსეთი 1996 წლიდან იყო ევროპის საბჭოს წევრი. მოსკოვი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გამოაძვეს, თუმცა 2019 წელს იგი ასამბლეაში კვლავ აღადგინეს სრული უფლებებით.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.