Accentnews.ge
"გომელაური ამბობდა, რომ "გახარიამ პრობლემები შეგვიქმნა, საფრთხის ქვეშ დაგვაყენა"

"გომელაური ამბობდა, რომ "გახარიამ პრობლემები შეგვიქმნა, საფრთხის ქვეშ დაგვაყენა"

04/09/2019 12:39:53 ციტატა

"პოლიტიკური წონის თვალსაზრისით მათზე [მინისტრთა კაბინეტის წევრებზე] გავლენას მოახდენს, მაგრამ ის არ იქნება თეა წულუკიანის, ვახტანგ გომელაურის მინისტრი. ვახტანგ გომელაური აქ [პარლამენტში] რომ იყო მოსული წარდგინებით [წლიური ანგარიშით], აკრიტიკებდა გახარიას, როგორც პანკისის ძალიან ცუდი მოვლენის შემოქმედს. იგი ამბობდა, "ჩვენ მან [გახარიამ] არ დაგვიჯერა, პრობლემები შეგვიქმნა, საფრთხის ქვეშ დაგვაყენა". როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა შედგეს მათი თანამშრომლობა? ცუდია, როდესაც პრემიერ–მინისტრს არ აქვს საშუალება, წარადგინოს მინისტრთა კაბინეტი".

ამის შესახებ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. ის პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას სთავაზობს, დამოუკიდებელ დეპუატატებს ფრაქციის ფორმატში შეხვდეს და მათ კითხვებს უპასუხოს. 

სამთავრობო ცვლილებების თანახმად, პრემიერი გიორგი გახარია იქნება, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S