
კიევი: "დაიღუპა 3,5 ათასი რუსი ჯარისკაცი, 200-მდე ტყვედ ჩავარდა"
26/02/2022 06:12:29 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის დაიღუპა 3,5 ათასი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200-მდე ტყვედ ჩავარდა.
მთელი ღამის განმავლობაში კიევში სროლებისა და შეტაკებების ხმა ისმის.
შეტაკებების გამო კიევის მერია, მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში არ გავიდნენ.
უკრაინის რამდენიმე ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.