
ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებისთვის ფიქსირებული ანაზღაურების სისტემის შემუშავებას გეგმავს
04/09/2019 14:18:19 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო გეგმავს, ექიმებისთვის ფიქსირებული ანაზღაურების სისტემის შემუშავებას, რომელიც ასევე კლინიკების მხრიდან ბონუსური სისტემით იქნება სუბსიდირებული. ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენს მიერ ფასწარმოქმნაში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს ექიმების სახელფასო მარჟებიც, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიდგომა არის საკმაოდ რბილი, კერძო სექტორთან მიმართებაში. მაგრამ ასევე ვითვალისწინებთ იმას, ერთის მხრივ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, მეორე მხრივ, შრომის და ადამიანის უფლებების დაცვის სამინისტრო, ვალდებული ვართ, რომ უნდა განვსაზღვროთ თუ რა არის ღირსეული ანაზღაურება ექიმისთვის თუ ექთნისთვის. შემდგომში, იგეგმება ექიმებისთვის გარკვეულწილად ფიქსირებული ანაზღაურების შემუშავება, რომელიც ასევე კლინიკების მხრიდანაც იქნება ბონუსური სისტემით სუბსიდირებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.