
მედია: კიევთან კადიროვის ელიტარული დანაყოფის ლიდერი მოკლეს
26/02/2022 20:06:33 ევროპა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევთან, გოსტომელში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა კადიროველთა კოლონა მოიგერიეს.
მათივე ცნობით, ბრძოლის დროს დაიღუპა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის გვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის უფროსი მაგომედ ტუშაევი.
ინფორმაციას რიგი ჩეჩნური წყაროებიც ადასტურებენ.
ამასთან, კიევის რეგიონალურ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს გოსტომელში, ბრძოლა აეროდრომისთვის ვასილკოვოში, ვიშგოროდის რეგიონში უამრავი აღჭურვილობაა თავმოყრილი“.
პარტია "ხალხის მსახურის" დეპუტატის ფედორ ვენისლავსკის ცნობით, ბრძოლები მიმდინარეობს ბალაკლიასთანაც, ასევე მიმდინარეობს დაპირისპირება მელიტოპოლსა და მარიუპოლის მახლობლად:
"ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ მტერი ცდილობს მარიუპოლში შესვლას მელიტოპოლის, ბერდიანსკის მხრიდან. იქ განთავსებულია მნიშვნელოვანი ძალები“.