
აშშ–მა რუსი ოლიგარქების აქტივებზე "ნადირობა" გამოაცხადა
26/02/2022 23:30:57 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც სანქცირებული რუსი ოლიგარქების აქტივებს იდენტიფიცირებსა და გაყინვაზე იმუშავებენ,– იუწყება თეთრი სახლი.
„ამ კვირაში ჩვენ შევქმნით მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივების იდენტიფიცირების, მოძებნისა და გაყინვის მიზნით - მათი იახტები, მათი სასახლეები და ნებისმიერი სხვა უკანონო შემოსავალი, რომელსაც ვიპოვით, კანონის შესაბამისად გაიყინება“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
იხილეთ ასევე: „ვეღარსად დაიმალებით, თქვენთან მოვდივართ!“ – ბრიტანელი მინისტრი რუს ოლიგარქებს მიმართავს