
უკრაინის ომბუდსმენის ცნობით, რუსულ სამხედრო აგრესიას 210 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 1 100–ზე მეტი დაშავდა
27/02/2022 11:13:26 ევროპა
უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას ცნობით, უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ სამხედრო აგრესიას 210 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 1 100–ზე მეტი დაშავდა.
ამასთან, დევნილების შესახებ იუწყება გაერო. კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 380 000–ს აღწევს, მათგან 150 000–მდე პოლონეთში გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ რუსეთს ჰააგაში უჩივლა.