Accentnews.ge
„ინსტაგრამმა“ კადიროვს ექაუნთი დაუბლოკა

„ინსტაგრამმა“ კადიროვს ექაუნთი დაუბლოკა

27/02/2022 14:00:36 კავკასია

„ინსტაგრამმა“ დაბლოკა @ya_pomoshnik_kra_95 ექაუნთი, რომელსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ მართული ლიდერი რამზან კადიროვი მართავდა.

ჯამში გვერდს ცხრა მილიონამდე გამომწერი ჰყავდა.

ეს ანგარიში კადიროვმა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც მისი მეორე გვერდი სოციალურმა ქსელმა აკრძალა.

ფორმალურად, ანგარიში ეძღვნებოდა ჩეჩნეთის ტურიზმს, რეალურად კი ქვეყნდებოდა ფოტოები და ვიდეოები კადიროვის საქმიანობისა და ცხოვრების შესახებ.

სწორედ ამ გვერდის მეშვეობით ატარებდა კადიროვი პირდაპირ ეთერებს.

გასული წლის დეკემბერში სპეციალური პროგრამების გამოყენებით ya_pomoshnik_kra_95 ანგარიშის ანალიზმა აჩვენა, რომ იმ დროისთვის 8,2 მილიონი აბონენტიდან აქტიური აუდიტორია 1,3% იყო. ნახევარ ათასზე მეტი აბონენტის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ რეალური აუდიტორია მხოლოდ 0,3% გახლდათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S