უკრაინის თადაცვის მინისტრი: "გუშინ რეალური გარდატეხა მოხდა, ომი ევროპული გახდა"

28-02-2022 09:24:17 ციტატა

"გუშინ რეალური გარდატეხა მოხდა. ომი ევროპული გახდა. ის საბოლოოდ გააცნობიერეს.

უკვე ახლა ევროპის ნახევარი აგროვებს, აწყობს, გვიგზავნის იარაღსა და თავდაცვით საშუალებებს. იმ სახელმწიფოთა წრე, რომლებიც რეალურად დახმარებას გვიწევენ, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მასშტაბები გაიზარდა".

წერს სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი

მეხუთეა დღეა, უკრაინა რუსულ სამხედრო აგრესიას იგერიებს. ევროკავშირი ისტორიაში პირველად, ქვეყანას იარაღს მიაწვდის. უკრაინა სხვა დასავლურ, მათ შორის ევროპულ ქვეყნებთან ერთად იარაღს მიიღებს გერმანიიდანაც, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ დგამდა მსგავს ნაბიჯს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები