
გომელაური საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების გამოვლენაში მოქალაქეების ჩართვას გეგმავს
05/09/2019 07:36:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების გამოვლენაში მოქალაქეების ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაცია.
“ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა”.