
BBC: ჩერნიგოვში მთელი ღამის განმავლობაში ჭურვები ცვიოდა
28/02/2022 06:08:27 ევროპა
უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში, მთელი ღამის განმავლობაში ჭურვები ცვიოდა. ერთი ადამიანი დაშავდა, - იუწყება BBC.
მათივე ინფორმაციით, ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას, ცენტრალურ ბაზარსა და საცხოვრებელ კორპუსს, რასაც უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურიც ადასტურებს.
„ჩერნიგოვში, მთელი ღამის განმავლობაში ჭურვები ცვიოდა. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ცნობით, საარტილერიო იერიში დაახლოებით 02:00 საათზე დაიწყო. უწყების ცნობით, საბავშვო ბაღის შენობას რაკეტები მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ასევე დაზიანდა მაღაზია ცენტრალურ ბაზარში და ხუთ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დაბომბვის შედეგად მსუბუქად ერთი ქალი დაშავდა“, - ნათქვამია BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.