
ევროპის ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები მზად არიან, უკრაინის უცხოურ ლეგიონებში ჩაერთონ
28/02/2022 10:27:20 კავკასია
ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ჩეჩნური დიასპორების წარმომადგენლები მზად არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ პირობით, რომ შემდგომში მათი უსაფრთხოება და რუსეთისთვის არგადაცემა იქნება გარანტირებული.
უკრაინაში გრძელდება მოხალისეთა ჩასვლა. პრეზიდენტ ზელენსკის ოფისმა უცხოელთა ორი ლეგიონისთვის საკმარი მებრძოლების ჩასვლის შესახებ განაცხადა.
როგორც ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, ერთი ლეგიონის ფორმირება უკვე დასრულებულია, თუმცა ქვეყანაში სხვადასხვა სახელმწიფოებიდან კიდევაა ჩასული ბევრი მებრძოლი, რომელთა რიცხვი საკმარისი იქნება მეორე ლეგიონის ფორმირებისთვისაც.
როგორც Кавказ.Реалии-ს ვენაში "იჩქერიის კულტურული ცენტრის" ხელმძღვანელმა, ჩეჩნური სამხედრო კამპანიის დროს პრეზიდენტ ასლან მასხადოვის პირადმა ადიუტანტმა ჰუსეინ ისხანოვმა უამბო, მისი თანამემამულეები ბრძოლაში ჩაბმისთვის მზად არიან ერთადერთი პირობით - რუსეთის მოთხოვნის შემთხვევაში ისინი მოსკოვს არ გადასცენ.