Accentnews.ge
კანადა რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს კრძალავს და უკრაინას იარაღს აწვდის

კანადა რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს კრძალავს და უკრაინას იარაღს აწვდის

01/03/2022 00:04:32 მსოფლიო

კანადა გახდება "დიდი შვიდეულის" პირველი ქვეყანა, რომელიც აკრძალავს ნედლი ნავთობის იმპორტს რუსეთიდან,– ამის შესახებ BBC პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განაცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, ინდუსტრიას „დიდი სარგებელი მოაქვს პრეზიდენტ პუტინსა და მისი ოლიგარქებისთვის“.

"კანადა გააგრძელებს რუსული არმიის წინააღმდეგ უკრაინის გმირული თავდაცვის მხარდაჭერას. ჩვენ ვაცხადებთ ჩვენს განზრახვას, ავკრძალოთ ყველა ნედლი ნავთობის იმპორტი რუსეთიდან –ინდუსტრიას დიდ სარგებელი მოაქვთ პრეზიდენტ პუტინისა და მისი ოლიგარქებისთვის", - თქვა ტრუდომ.

გარდა ამისა, კანადა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და საბრძოლო მასალას მიაწოდებს:

„ჩვენ კიდევ უფრო მეტ ლეტალურ იარაღს მივაწვდით უკრაინას: რაც შეიძლება მალე გავაგზავნით 100 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 2000 რაკეტას.

კანადის ნავთობის მწარმოებელთა ასოციაციის თანახმად, კანადა რუსეთიდან წელიწადში დაახლოებით 550 მილიონი დოლარის (370 მილიონი ფუნტი) ნედლი ნავთობის იმპორტს ახდენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S