Accentnews.ge
ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა

ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა

01/03/2022 06:29:51 სამართალი

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალიამ საპატიმრო დატოვა. მან მედიასთან ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი გააკეთა:

"რამე განსაკუთრებული არ მაქვს სათქმელი, დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. რას არ ვაპირებ ის შემიძლია გითხრათ, პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეგ არ არის ჩემი საქმე", - თქვა ბაჩო ახალიამ.

მისი თქმით, ახლა მისი მთავარი მიზანი ოჯახი, შვილებია და სურს "ფეხზე დადგეს".

2018 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წამების ჯგუფურად ორგანიზებასა და წამებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოგვიანებით, 2018 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S