Accentnews.ge
სოხუმი: "გაერო-ს გენმდივანმა მიიღო აფხაზეთის მიმართვა დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მონიჭების თაობაზე"

სოხუმი: "გაერო-ს გენმდივანმა მიიღო აფხაზეთის მიმართვა დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მონიჭების თაობაზე"

01/03/2022 14:30:30 კონფლიქტები

სოხუმის ინფორმაციით, გაერო-ს გენმდივანმა მიიღო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიმართვა ორგანიზაციაში "დამკვირვებელი სახელმწიფოს" სტატუსის მინიჭების თაობაზე.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრემლის მიერ ხელდასმულმა ინალ არძინბამ გაერო-ს გენმდივნისადმი მიმართვა "გაერო-ს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტს, რუსეთის "გაერო-ს ხელშეწყობის ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილეს ალექსეი ბორისოვს გადასცა.

«აფხაზეთის რესპუბლიკა, არსებული სირთულეების მიუხედავად, გააგრძელებს საერთაშორისო იზოლაციის დაძლევის კურსს. ობიექტური სირთულეები, რომლებიც საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მტრული ქმედებებითაა გამოწვეული, ვერ ზემოქმედებს ჩვენს მტკიცე განზრახვაზე, დავიცვათ და გავატაროთ აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული ინტერესები. საგარეო უწყება გააგრძელებს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური კურსის რეალიზებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგარეო კონტაქტების აქტივიზაციაზეა მიმართული», – განაცხადა დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ.

ადრე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში განაცხადეს, რომ გაერო-სადმი მიმართვა - ეს «საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯია, რომელსაც რეალური ხორჩშესხმა არ უწერია». სოხუმში კი თბილისის რეაქციას "ნერვიული" უწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S