
6 სექტემბრის ლარის კურსი
06/09/2019 04:02:20 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, 6 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9598 ლარია, ევროსი კი – 3.2724 ლარი.
5 სექტემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9660 ლარი იყო, ხოლო ერთი ევროსი – 3.2668 ლარი.