Accentnews.ge
"ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის ოპერატორმა თავი ბანკროტად გამოაცხადა

"ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის ოპერატორმა თავი ბანკროტად გამოაცხადა

01/03/2022 22:11:19 ეკონომიკა

რუსულ გაზსადენ "ჩრდოლოეთ ნაკადი-2"-ის ოპერატორმა დასავლური სანქციების გამო თავი ბანკროტად გამოაცხადა, - განაცხადა შვეიცარიულ SRF-თან ინტერვიუში ცუგის კანტონის ეკონომიკის მინისტრმა სილვია ტალმან-გუტმა.

«თანამშრომლებმა მიიღეს შეტყობინებები სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. ამჟამად ვახდენთ მათ ინფორმირებას მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. არ გამოვრიცხავ, რომ დაზარალდნენ სხვა კომპანიებიც», – აღნიშნა მინისტრმა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ 23 თებერვალს აშშ-მა გაზსადენის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S