Accentnews.ge
მედია: „უკრაინის დესანტმა რუსულ ძალებზე იერიში 2014 წლიდან ოკუპირებულ გორლოვკაში მიიტანა“

მედია: „უკრაინის დესანტმა რუსულ ძალებზე იერიში 2014 წლიდან ოკუპირებულ გორლოვკაში მიიტანა“

02/03/2022 09:52:31 კავკასია

უკრაინული ძალებმა შეტევა განახორციელეს რუსეთის ძალებზე დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკაში, რომელიც 2014 წლიდანაა ოკუპირებული,– იუწყება УП შეიარაღებულ ძალებში თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, „სადესანტო ჯგუფი ქალაქში შევიდა და იქ მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „უკრაინელმა სამხედროებმა გორლოვკაში ფეხი ვერ მოიკიდეს და ადგილი დატოვეს, თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ ეს დროებითია“.

მანამდე, სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გორლოვკა კონტროლის ქვეშ აიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S