Accentnews.ge
მარნეულში CDD-ს დამკვირვებელს თავს დაესხნენ [ვიდეო]

მარნეულში CDD-ს დამკვირვებელს თავს დაესხნენ [ვიდეო]

19/05/2019 10:32:29 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციის "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" ინფორმაციით, მარნეულში, #22 ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა საკუთარი უფლება - მოვალეობების შესრულების პროცესში.

"უცნობი მამაკაცი, რომლის საარჩევნო უბანზე რამდენიმეჯერ გამოჩენამ და საეჭვო ქმედებებმა მიიქცია #CDD-ს დამკვირვებლის ყურადღება (ხმის მიცემის შემდეგ, პიროვნება მობრუნდა უბანზე, ამავდროულად თან ჰქონდა ორი სხვადასხვა ბეიჯი: დამკვირვებლის და პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლის - სხვადასხვა სახელით). სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, მის მიმართ კითხვების გაჩენის შემდეგ, პიროვნებამ სცადა უბნის აგრესიული ქმედებებით დატოვება, რა დროსაც CDD-ს დამკვირვებელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დამკვირვებლისთვის თავისი მანდატის განხორციელებისთვის ხელის შეშლა წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დარღვევას, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფა კი შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს იმოქმედოს კანონის ფარგლებში, რათა ზიანი არ მივაყენოთ საარჩევნო პროცესის მთლიანობას, დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას",- იუწყება ორგანიზაცია.

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" (CDD) 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 12 ოლქში 120 კაციანი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S