Accentnews.ge
უსუფაშვილმა გაამჟღავნა საკუთარი ინფორმაცია, რომელ ქართველ მინისტრზე, რა რეაქცია ჰქონდათ რუსეთში

უსუფაშვილმა გაამჟღავნა საკუთარი ინფორმაცია, რომელ ქართველ მინისტრზე, რა რეაქცია ჰქონდათ რუსეთში

05/09/2019 18:26:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, "შენების მოძრაობის" დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა გაამჟღავნა საკუთარი ინფორმაცია, თუ რომელი მინისტრის დანიშნვაზე რა რეაქცია ჰქონდათ რუსეთის ფედერაციაში.  

როგორც უსუფაშვილი ამბობს, ის ჰყვება ფაქტების შესახებ, რის თაობაზეც დაზუსტებული ცნობები აქვს და განსჯას საზოგადოებას ანდობს.  

"მე არ ვუყურებ ამ ადამიანებს ["ქართული ოცნების" ლიდერებს] როგორც პრორუსებს და არ ვთვლი, რომ ივანიშილს აქვს იდეა, საქართველო მოწყვიტოს სხვა სფეროებს და ჩააბაროს კრემლს, მაგრამ საძალაუფლებო ტაქტიკური ამოცანებიდან გამომდინარე ხდება იმ ტიპის შეცდომების დაშვება, რომელიც შესაძლოა, გამოუსწორებელი აღმოჩნდეს. იმის თაობაზე, ვის რა გაუხარდა, ფაქტებს გეტყვით და შეფასება თავად გააკეთეთ: ირაკლი ალასანია რომ წავიდა თავდაცვის მინისტრობიდან, რუსებს ეს გაუხარდათ. ზუსტად გეუბნებით, სოცქსელებში დაბეჭდილ რეაქციებზე არ გელაპარაკებით; ჯანელიძე [თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელმაც ამ თანამდებობაზე ირაკლი ალასანია შეცვალა] რომ მოვიდა, გაუხარდათ, რომ წავიდა, – ეწყინათ; ხიდაშელი [თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი] რომ მოვიდა, ეწყინათ; ღარიბაშვილი [თავდაცვის მინისტრობის ამჟამინდელი კანდიდატი] რომ პრემიერობიდან წავიდა, გაუხარდათ, კვირიკაშვილი [ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი] რომ მოვიდა პრემიერად, ეწყინათ და არა იმიტომ, რომ მათ საკუთარ მონებად ან მართულებად უყურებენ, არამედ იმიტომ, რომ მათთან რაღაცეების მიღწევა შესაძლებელია. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია "ქართული ოცნების" ამოცანა იყო, ნორმალიზაცია და არა ის, რაც ჩვენ მივიღეთ",– განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასა და სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S