Accentnews.ge
„ისინი დაკარგული ბავშვები არიან“ – რუსი სამხედროების ცხედრებს სამაცივრე ვაგონებით გადაასვენებენ

„ისინი დაკარგული ბავშვები არიან“ – რუსი სამხედროების ცხედრებს სამაცივრე ვაგონებით გადაასვენებენ

03/03/2022 09:40:35 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსულ ძალებს არც ერთი მიმართულებით არ აქვს წინსვლა:

„ჩვენი თავდაცვის ყველა ხაზი დაცულია. მტერს საზღვართან არც ერთი მიმართულებით არ აქვს წარმატება. ისინი სულიერად დემორალიზებულები და განწირულები არიან“.

ამასთან, პრეზიდენტის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 კვირის განმავლობაში 9 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მას არ სურს, უკრაინა გვამებით იყოს დაფარული და ახალგაზრდა რუს სამხედროებს მოუწოდა, შინ დაბრუნდნენ:

„თითქმის 9 000 მოკლული რუსი ერთ კვირაში. ნიკოლაევსკის მიმართულებით მათ მოუწევთ ორასეულები და სამასეულები ათობით ვერტმფრენით გადაიყვანონ.

ისინი [სამხედროები] 19 წლისები, 20 წლისები არიან. ისინი არ არიან ომის მეომრები. ისინი დაკარგული ბავშვები არიან, ვინც გამოიყენეს. რა უნახავთ მათ ცხოვრებაში გარდა ამისა, ამ შეჭრისა უცხო მიწაზე?

წადით სახლში თქვენს მთელ არმიასთან ერთად. უთხარით თქვენს მეთაურს, რომ სიცოცხლე გინდათ, რომ არ გინდათ მოკვდეთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ მიმართვაში და დასძინა, "ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, ეს არის სამამულო ომი. ჩვენ გვახსოვს, როგორ იწყება ასეთი ომები. და ჩვენ ვიცით, როგორ მთავრდება ისინი დამპყრობლებისთვის! სადაც არ უნდა წავიდნენ, მათ ყველგან გაანადგურებენ. ოკუპანტები უკრაინელებისგან პასუხს მიიღებენ!".

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის დანაკარგებს შორის არის 217 ტანკი, 900 ჯავშანტექნიკა, 90 საარტილერიო სისტემა, 42 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 11 საჰაერო თავდაცვის სისტემა და სხვა აღჭურვილობა.

კომპანია „უკრზალიზნიციამ“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამაცივრე ვაგონები გადასცა მოკლული რუსი სამხედროების ცხედრების გადასასვენებლად,– ამის შესახებ კომპანიის პრეს–სამსახური იუწყება.

„კომპანიას დაევალა 20 ვაგონის გაგზავნაცხედრების გამოსატანად ოდესა-ზასტავას, პოდოლსკის, მერეფას, ზაპოროჟიეს სადგურებიდან. ერთი სამაცივრე ვაგონის ტევადობა 50 ტონაა. ამდენად, შეგვიძლია, საოკუპაციო არმიის 10 000 დაღუპული გამოვიყვანოთ. ვაგონები უკვე სადგურებზეა და სრული დატვირთვის მოლოდინშია“, - ნათქვამია ანგარიშში.

კომპანია მუშაობს რეგლამენტზე, რომ ვაგონები, რომლებიც ექსკლუზიურად რუსი სამხედროების ცხედრების გადასასვენებლად იქნება გამოყენებული, დასახლებული პუნქტებიდან და სხვა ვაგონებიდან სანიტარულ დისტანციაზე გადაადგილდნენ.

დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაცია ხორციელდება ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ მოძრავი შემადგენლობის გამოყენების გარეშე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S