
კიევი აცხადებს, რომ 16 000 მოხალისე და 5 000–მდე ექიმი გეგმავს უკრაინაში ჩასვლას
03/03/2022 10:50:00 ევროპა
პირველები 16 000 უცხოელი მოხალისედან უკვე მოდიან უკრაინის დასაცავად,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იუწყება.
„უკრაინა ყოველდღიურ რეჟიმში იღებს იარაღს ნამდვილი მეგობრებისგან. ყოველდღიურად მეტი და მეტი იარაღი შემოდის. უკრაინა უკვე ხვდება უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც მოდიან ჩვენს ქვეყანაში. პირველები 16 ათასიდან მოდიან, დაიცვან თავისუფლება, დაიცვან სიცოცხლე და ეს წარმატებული იქნება“,– განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ 27 თებერვალს მოუწოცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დაეხმარონ უკრაინის დაცვაში და შექმ ნა სესაბამისი ლექგიონიც.
ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 500–მდე უცხოელმა მედიკოსმა გამოთქვა უკრაინაში ჩასვლისთვის მზაობა და შესაბამის ვებ–გვერდზეც დარეგისტრირდა.
„ესენი არიან ექიმები, ექთნები – მედპერსონალი ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, აშშ-დან, კანადადან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ინდოეთიდან, იორდანიადან, ბრაზილიიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, უკრაინელ კოლეგებთან ერთად დაეხმარონ დაზარალებულებს“,– განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მერვე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს. რუსული ძალები ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს, სამოქალაქო ობიექტებს, საცხოვრებელ სახლებს. დაფიქსირდა აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტი.