
არახამიამ რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის პროგრამა–მინიმუმი დაასახელა
03/03/2022 12:37:52 ევროპა
უკრაინის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პარლამენტარები, ოფიციალური პირები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გასამართად გაემგზავრა.
როგორც დელეგაციის წევრი, დეპუტატი დავით არახამია ამბობს, მინიმალური პროგრამა უმანიტარული დერეფრის შექმნაა.
"ჩვენ ვიწყებთ ორ საათში [მოლაპარაკებებს]. მინიმალური პროგრამა არის ჰუმანიტარული დერეფნები. შემდგომ - გარემოებების მიხედვით", - წერს ის სოციალურ ქსელში.
პირველი რაუნდი უკრაინა-ბელორუსიის საზღვართან 28 თებერვალს გაიმართა. შეხვედრა ექვს საათს გაგრძელდა.
იხილეთ ასევე: „რუსი დიპლომატები არაადეკვატურად აფასებენ ვითარებას: როდესაც შევთავაზეთ 3 000 ცხედრის გადაცემა, შოკი ქონდათ“