
ვილნიუსის მერის სიურპრიზი: რუსეთის საელჩოს "უკრაინის გმირების" ქუჩაზე განათავსებენ
03/03/2022 13:34:15 ევროპა
ვილნიუსში რუსეთის საელჩოს მისამართი შეიცვლება და ის „უკრაინელი გმირების“ ქუჩაზე იქნება განთავსებული. საქმე იმაშია, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მას შემდეგ მიმდინარე უმძიმესი მოვლენების ფონზე, ქუჩისთვის სახელწოდების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„ამიერიდან რუსეთის საელჩოს ყველა თანამშრომელს სავიზიტო ბარათზე მოუწევს დაწეროს "უკრაინის გმირები". ყველა, ვინც წერილს დაწერს საელჩოში, მოუწევს იფიქროს რუსეთის აგრესიაზე და უკრაინის გმირებზე“,– განაცხადა ქალაქის მერმა რემიგიუს შიმასიუსმა.
მისი თქმით, ქუჩისთვის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებული ყველა ბიოროკრატიული პროცედურა უახლოეს დროში გადაწყდება.
თავად რუსეთის დიპლომატიურ უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია.