
„მომბეზრდით, სიურპრიზს გპირდებით“ – ჩეჩენი მინისტრი ჩეჩენ ქალებს ემუქრება
04/03/2022 08:15:49 კავკასია
ჩეჩნეთის ახალგაზრდობის მინისტრი ისა იბრაგიმოვი ჩეჩენ ქალებს ემუქრება, რომლებიც სოციალურ ქსელებში ტრანსლირებას ახორციელებენ.
„არა, შენ მაუწყებლობას არ განახორციელებ შენი ტელეფონიდან როგორც ჩეჩენი და ჩეჩნურად მოლაპარაკე. მომბეზრდით, ღამის ორ–სამ საათზე გამოდიხართ და ტრანსლირებას ახორციელებთ. დაგაკავებთ და განახებ ყველას...ასე, რომ გამაგრდით. დიდ სიურპრიზს გპირდებით“,– განაცხადა მინისტრმა.
გამოქვეყნებულ ვიდეოზე განმარტებულია, რომ ის არ უნდა ითარგმნოს და რომ ეს მხოლოდ ჩეჩენ ქალებს ეხებათ.