
რუსულმა ძალებმა მელიტოპოლის სატელევიზიო ანძა აიღეს და რუსულ პროპაგანდას გადასცემენ
04/03/2022 09:52:12 ევროპა
რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის სატელევიზიო ანძა ალყაში მოაქციეს,– ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
"რუსმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს მელიტოპოლის სატელევიზიო ანძას. ის მათი კონტროლის ქვეშაა", - ნათქვამია ანგარიშში.
შემდგომში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ ქალაქში უკრანული არხები გათიშეს, მელიტოპოლის სატელევიზიო ანძაზე თავიანთი აღჭურვილობა დაამონტაჟეს და რუსული ტელეარხების მაუწყებლობა დაიწყეს.