
ამომრჩეველი უბანზე ბატკანთან ერთად მივიდა
19/05/2019 11:11:31 სხვა, საზოგადოება
პანკისის ხეობის სოფელ ომალოს #24 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კომისიის წევრებს, ნამცხვარი და ყვავილები მიუტანა. მას თან ბატკანიც ახლდა და ლექსიც წაიკითხა. მანვე კომისიის წევრებს ლექსი წაუკითხა. ამომრჩეველი განმარტავს, რომ ამ გზით პატივისცემა გამოხატა.
პანკისის ხეობის ხალაწნის თემში მაჟორიტარული ოლქი 5 სოფელს მოიცავს - ზემო, ქვემო და შუა ხალწანს, ასევე დუმასტურსა და ომალოს.