Accentnews.ge
"პუტინი ტერორისტია!" – რუსეთის პოლიციის ყოფილმა კაპიტანმა პასპორტი დახია და უკრაინის მხარეზე ბრძოლა სურს (ვიდეო)

"პუტინი ტერორისტია!" – რუსეთის პოლიციის ყოფილმა კაპიტანმა პასპორტი დახია და უკრაინის მხარეზე ბრძოლა სურს (ვიდეო)

06/03/2022 15:13:04 ევროპა

ყოფილმა რუსმა ძალოვანმა, რომელმაც 15 წელი იმსახურა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში, რუსული პასპორტი დემონსტრაციულად დახია და განაცხადა, რომ უკრაინის დასაცავად უკრაინელების გვერდით ბრძოლა სურს.

როგორც კაცი ყვება, უკრაინაში ახალი ცხოვრება გასულ წელს დაიწყო, ჰყავს ოჯახი და მათი დაცვა სურს, ხოლო პუტინმა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა აგოს:

„არ შემიძლია, მშვიდად ვუყურო იმ სიმხეცეს, რომელსაც რუსული არმია სჩადის: ესვრიან საცხოვრებელ შენობებს, საბავშვო ბაღებს. ამ ბრძანებების გამცემი პუტინი ტერორისტია. არ მინდა, რაიმე მაკავშირებდეს რუსეთის ძალოვან უწყებებთან“,– თქვა კაცმა და რუსული დოკუმენტები დახია.

როგორც ამასთან დაკავშირებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, ტერიტორიულ თავდაცვის ორგანოებში მას შემოწმების გარეშე არ დაუშვებენ და თუ ის გულწრფელია, პატივისცემას იმსახურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S