Accentnews.ge
ელენე ხოშტარია კვლავ დააკავეს

ელენე ხოშტარია კვლავ დააკავეს

06/03/2022 15:54:17 სამართალი

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ისევ დააკავეს.

პირველად ხოშტარია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად კანცელარიის კიბეზე რუსული წარმოების კეტჩუპის დასხმის გამო დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ხოშტარია კვლავ კანცელარისთან დაბრუნდა და იქ რამდენიმე თანაპარტიელთან ერთად აიყვანეს.

"უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს წირავენ, მათ შორის ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უსაფრთხოებას. აი, ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მჯდომი ხალხი, ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, იმისთვის, რომ სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველამ, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ახლა ვზრუნავდეთ, რომ მოიხრჩოს რუსული ეკონომიკა, აქ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმაზე, რომ კომფორტი შეუქმნან რუსულ ეკონომიკას. თურმე საქართველოს პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე. [...]

ჩვენ ყველამ უნდა გავაპროტესტოთ, რომ ჩვენ გვყავს ასეთი მთავრობა. მთავრობა არის უღირსი, ჩვენ არ ვართ უღირსები", - თქვა ხოშტარიამ პირველ დაკავებამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S