
რუსული სამხედრო ძალების მხრიდან დაბომბვას უკრაინელი მსახიობი და ტელეწამყვანი ემსხვერპლა
06/03/2022 19:20:35 ევროპა
უკრაინის ქალაქ ირპენში რუსული სამხედრო ძალების მხრიდან დაბომბვას 33 წლის უკრაინელი მსახიობი და ტელეწამყვანი პაშა ლი ემსხვერპლა.
რუსული სამხედრო ძალების მხრიდან დაბომბვას უკრაინელი მსახიობი და ტელეწამყვანი ემსხვერპლა
პაშა ლი უკრაინის არმიას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპანტებისგან დასაცავად რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.
მე-11 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას აორციელებს: ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო ობიექტებს – საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.