Accentnews.ge
„შეშინებულები არიან!“ – ზინჩენკომ რუსი კოლეგები დუმილის გამო გააკრიტიკა

„შეშინებულები არიან!“ – ზინჩენკომ რუსი კოლეგები დუმილის გამო გააკრიტიკა

06/03/2022 21:04:48 ევროპა

“მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, უკრაინელმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ზინჩენკომ რუსი კოლეგები გააკრიტიკა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომზე დუმილის გამო.

„ბევრ ადამიანს ვესაუბრე, რომლებიც ჩვენს მხარეს არიან. მათ მითხრეს, რომ როგორც რუსულ ტელევიზია აშუქებს მოვლენებს, სასაცილოა. ჩემი მისიაა, მთელს სამყაროს ვაჩვენო, რა ხდება.

უკრაინის სამხრეთ ნაწილში, სადაც რუსები [სამხედროები] მიდიან, მართავენ ყალბ აქციებს, თითქოს „ჩვენ რუსეთთან ყოფნა გვსურს“ და ა.შ. მე კი შემიძლია, მილიონობით ვიდეო და ფოტო გიჩვენოთ, თუ რას აკეთებენ რეალურად. იქ ხალხი შიმშილობს, გადარჩენისთვის იბრძვიან, მიწაზე სძინავთ, ბუნკერებში არიან –ნორმალურად ცხოვრებას ვერ ახერხებენ.

გამიკვირდა, რომ რუსი ფებურთელებიდან არც ერთს არ უთქვამს რამე. მათგან ბევრი თამაშობს ეროვნულ ნაკრებში, ბევრი გამომწერი ჰყავთ. მათ შეუძლია, რაიმე გააკეთონ, რომ ეს ომი შეაჩერონ, ხალხი მათ უსმენთ. ვიცი, რომ ისინი შეშინებულები არიან, მაგრამ რის ეშინიათ? მათ არაფერს დაუშავებენ. სხვა თუ არაფერი, შეუძლიათ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, მაგრამ ისინი უბრალოდ აიგნორებენ“,– განუცხადა ფეხბურთელმა ВВС–ს.

მე-12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას აორციელებს: ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო ობიექტებს – საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S