
ოდესასთან რუსული გემის განადგურების შესახებ იუწყებიან
07/03/2022 07:52:10 ევროპა
ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბში აცხადებენ, რომ ოდესასთან რუსული გემი განადგურდა.
"რუსული ხომალდი მაინც წავიდა#уй-ზე! მტერს დანაკარგები აქვს“,– ამბობს შტაბის სპიკერი სერგეი ბრაჩუკი.
ღონისძიების დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ამასთან, უკრაინული მხარის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ქალაქ კოროსტენზე, ოვრუჩსა და მალინზე, არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები.