Accentnews.ge
„კადიროველებმა“ ცეცხლი გაუხსნეს და ტანკით გადაუარეს ფოსტის მანქანას“

„კადიროველებმა“ ცეცხლი გაუხსნეს და ტანკით გადაუარეს ფოსტის მანქანას“

07/03/2022 08:09:31 ევროპა

რუსულმა ძალებმა ზაპორჟიეში ცეცხლი გაუხსნეს ფოსტის მანქანას. შედეგად ფოსტის ორი თანამშრომელი დაიღუპა,– იუწყება ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია.

ფოსტის მონაცემებით, თავდამსხმელები იყვნენ „კადიროველები“. დაღუპულებს შორის ერთი ქალი და ერთი კაცია.

მათ პენსია და ფოსტა მიჰყონდათ მარშრუტზე, რომელიც გადის ორეხოვოს, ომელნიკის, ეგოროვკას და ნოვოსელივკას დასახლებებში.

უკრაინული მხარის ცნობით, იეგოროვკასა და ნოვოსელოვკას დასახლებებს შორის არსებულ გზაზე სამოქალაქო მანქანას ტანკი შეხვდა. სამოქალაქო ავტომობილის მძღოლმა გვერდის ავლა სცადა, რათა მათთვის გზა დაემო, თუმცა რუსულმა ძალებმა ჯერ შორიდან გახსნეს ცეცხლი, ხოლო შემდეგ ავტომანქანას ტანკით გადაუარეს.

6 მარტს უკრაინის ფოსტის თანამშრომლებმა კოლეგების ცხედრების გადასვენება სცადეს, თუმცა ადგილზე მისულებმა მხოლოდ ფოტოს გადაღება მოასწრეს, რადგან რუსულმა ძალებმა კვლავ გახსნეს ცეცხლი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S