
„ეს არის დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე“ – ხარკოვში რუსი პილოტის დაკავების შესახებ იუწყებიან
07/03/2022 09:37:13 ევროპა
ხარკოვის რეგიონში უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა ჩამოგდებული რუსული გამანადგურებლის პილოტი დააკავეს,- იუწყება რეგიონის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვი.
მისი ცნობით, დაკავებული ვორონეჟში დისლოცირებული საავიაციო პოლკის მეთაურის მოადგილეა.
„ეს არის მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი აგრესორის მიერ ჩადენილი დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და მოწმე.
პირადად განახორციელა სამი ფრენა იზიუმსა და ბალაკეს შორის. რუსმა პილოტმა კოორდინატორებს უღალატა და დანაშაულებრივ ბრძანებებზე ისაუბრა“. აღინიშნა, რომ კიდევ ერთი ჩამოგდებული გამანადგურებლის პილოტი ცოცხალია და ხარკოვის ტერიტორიაზე იმალება. მას ეძებენ.