Accentnews.ge
რუსი ჟურნალისტი: „ქალაქებს მართლა ბომბავენ! ჩვენს შვლებსაც შერცხვებათ თქმა, რომ რუსები არიან!“

რუსი ჟურნალისტი: „ქალაქებს მართლა ბომბავენ! ჩვენს შვლებსაც შერცხვებათ თქმა, რომ რუსები არიან!“

07/03/2022 10:14:38 ევროპა

რუსი ჟურნალისტი ტატიანა ლაზარევა, რომელიც ამჟამად კიევში იმყოფება, უკრაინის დედაქალაქში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

ის უკრაინაში 17 თებერვალს ჩავიდა რიგ პროექტებზე სამუშაოდ, რომელთაც რუსეთში ვერ ახორციელებს ავტორიტარული რეჟიმის გამო.

„კიევი სერიოზულადაა გამაგრებული. ამჟამად ცენტრში, სასტუმროში ვიმყოფები. ეს ძველი სახლია, რომელმაც ჯერ კიდევ მეორე ომის გადაიტანა, ამიტომ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. მინდა წასვლა, მაგრამ ყოველდღიურად ეს უფრო და უფრო სახიფათო ხდება: სადგურებზე ბევრი ხალხია, ძალიან ბევრი ადამიანი მოგროვდა დასავლეთ უკრაინაში, ძალიან ბევრი მანქანაა მიტოვებული, გზაზე უმთავრდებათ საწვავი. ამდენად, ჯერ აქ ვრჩები, თავს ბევრად უსაფრთხოდ ვგრძნობ, ვიდრე სხვა ქალაქებში, რომელთაც რეალურად ბომბავენ“.

ჟურნალისტი ამბობს, რომ უკრაინაში და არა მხოლოდ, რუსების მიმართ განწყობები კარდინალურად შეიცვალა:

„დამოკიდებულება მთელს მსოფლიოში იმდენად შეიცვალა, რომ ვფიქრობ, ჩვენს შვლებსაც შერცხვებათ, თქვან, რომ რუსები არიან. ნორმალურ ვითარებაში ცუდის და კარგი რუსის გარჩევა შესაძლებელია, მაგრამ მსგავს ექსტრემალურ სიტუაციაში, ამის დრო არაა და ეს მე ძალიან კარგად მესმის. ახლა თუ გავიდე კიევში და მათ ვაჩვენო ჩემი რუსული პასპორტი, მესმის, ამას როგორც აღიქვამენ. დიახ, ახლა უკრაინელები რუსებს ვერ იტანენ, შეგვიძლია, ეს საკუთარ თავებს „მივულოცოთ.

კლასიკური კითხვაა, „რას აკეთებდი ამ 8 წლის განმავლობაშიო?“. ვაპროტესტებდი ხელისუფლების პოლიტიკას, გავდიოდი აქციებზე, მხარს ვუჭერდი ნავალნის და ამის გამო გამომიშვეს ტელევიზიიდან. დანაშაულის გრძნობა მაქვს, თითქოს ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ შედეგებს ვხედავთ, თუ რით დასრულდა ყველაფერი. ბოდიში მოვუხადე უკრაინელებს იმის გამო, რაც ჩვენ ჩავიდინეთ.

უკრაინელები სვამენ კითხვას, რატომ არ გადიან რუსები ქუჩაში. ვცდილობ, ავუხსნა, რომ რუსეთში ისე არაა, როგორც აქ. ხედავ ხერსონში რა ხდება ხომ? ხალხი აქ მიეჩვია, ქუჩაში გავიდეს, არის შეკრების, გამოხატვის თავისუფლება და ეს ყველა ნორმალურია, ასე ხდება ქვეყნებში. როდესაც ხალხი პროტესტს მიჩვეულია, რთულია, მათ აუხსნა, რომ რუსულ ქალაქებში განსაკუთრებით მოსკოვში, ძალიან რთული, საშიშია გამოსვლა. გარდა ამისა, იქ ტვინის გამორეცხვა – პროპაგანდა ეფექტურად მუშაობს, ამაზე წიგნის დაწერა შეიძლება“,– ამბობს ჟურნალისტი.

მე–12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმაშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S