
„მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას რუსი გენერალ-მაიორი გასცემდა, რომელიც ხარკოვშია დაბადებული“
07/03/2022 11:45:00 ევროპა
ხარკოვის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას რუსეთის ფედერაციის გენერალ-მაიორი ოლეგ მაკოვეცკი გასცემს, რომელიც ხარკოვის ოლქში, ჩუგუევში დაიბადა,– იუწყება უკრაინული მედია ერთ–ერთ ტყვეზე –პოდპოლკოვნიკ მაქსიმ გეშტოკზე დაყრდნობით, რომელიც ვორონეჟში დისლოცირებული საავიაციო პოლკის მეთაურის მოადგილეა.
გენერალ–მაიორი ოლეგ მაკოვეცკი 1966 წელს ჩუგუევში დაიბადა. მისი სამხედრო ბრძანებები აღინიშნა სირიის ქალაქების დაბომბვის დროსაც.
ცნობისთვის: პოდპოლკოვნიკ მაქსიმ გეშტოკზე რუსი პილოტია, რომელიც უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ დააკავეს.