
ხარკოვში რუსული ძალების მოქმედებებს 209 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 5 ბავშვია
07/03/2022 11:56:53 ევროპა
ხარკოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმებს 133 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან ხუთი ბავშვია,– იუწყება ხარკოვის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველო.
„7 მარტის 09:00 საათის მდგომარეობით, საბრძოლო მოქმედებების და დაბომბვების შედეგად დაიღუპა 209 ადამიანი, მათგან 133 სამოქალაქო პირია, მათ შორის 5 ბავშვი“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
ამასთან, ხარკოვის დაცვისას დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების 41 სამხედრო, 4 პოლიციელი, ნაციონალური გვარდიის 8 წევრი, სასაზღვრო სამსახურის 4 თანამშრომელი, ხარკოვის ეროვნული საჰაერო ძალების უნივერსიტეტის 4 სტუდენტი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი, ტერიტორიული თავდაცვის 14 მებრძოლი.
„დაბომბვის დროს დაშავდა 443 ადამიანი, მათგან 319 მშვიდობიანი მოქალაქეა“, - დასძინა პოლიციამ.