
რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს პორტზე, რომელიც ყატარულ კომპანიას ეკუთვნის
07/03/2022 12:11:57 ევროპა
რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები მიაყენეს ნიკოლაევსკის რეგიონში არსებულ „ოლვიას“ პორტზე,– ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამსახური იუწყება.
უწყების ცნობით, მსხვერპლი არაა, ხოლო ტერიტორია, რომელიც დაზარალდა, ყატარულ კომპანია "QTerminals Olvia"–ს ეკუთვნის.
მანამდე რუსეთის საზღვაო ძალების მხრიდან „ოლვიას“ პორტში ბანგლადეშის დროშის ქვეშ მცურავ გემზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.