
ზუგდიდში ჟურნალისტი დააკავეს
19/05/2019 12:11:34 სხვა, სამართალი
ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე დააკავეს.
"სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.
"ამას დაკავებას ვერ დავარქმევ, ეს იყო გატაცევა. ვერ ვპოულობთ სად არის",– განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჟურნალისტი ფოთში ჰყავთ გადაყვანილი.