
ბადრი გავაშელიშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნეს
09/03/2022 06:33:43 სამართალი
ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე პოლიტიკოსი გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნეს. შესაბამისი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოიტანა.
შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდნენ. გიგი უგულავასთან ერთად, ბრალდებული იყო გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.