Accentnews.ge
უკრაინაში მებრძოლმა საველე მეთაურმა მუსლიმ ჩებერლოელმა ჩეჩნებსა და ინგუშებს უცხოელთა ლეგიონში გაწევრიანებისკენ მოუწოდა

უკრაინაში მებრძოლმა საველე მეთაურმა მუსლიმ ჩებერლოელმა ჩეჩნებსა და ინგუშებს უცხოელთა ლეგიონში გაწევრიანებისკენ მოუწოდა

09/03/2022 11:28:03 კავკასია

შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის მეთაურმა, ამჟამად უკრაინაში მებრძოლმა მუსლიმ ჩებერლოელმა ჩეჩნებსა და ინგუშებს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უცხოელთა ლეგიონში გაწევრიანებისკენ მოუწოდა. მის მიმართვას თავის ფეისბუქ-გვერდზე ჩეჩნეთის ექს-პრეზიდენტ ასლან მასხადოვის ვაჟი ანზორი ავრცელებს.

"ახლა უკრაინაში მთელი პროგრესული და თავისუფალი კაცობრიობის ბედი წყდება და არც ერთ თავისუფლებისმოყვარე ადამიანს უფლება არ აქვს, განზე დარჩეს. მოგიწოდებთ, ჩაებათ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებული უცხოელთა ლეგიონის რიგებში. ეს ფორმირება სრულად ემორჩილება უკრაინის უშიშროების სახელმწიფო სამსახურს და ყველა მოხალისეს, განურჩევლად ეროვნებისა, გარანტირებული აქვს უკრაინაში ლეგალური ყოფნა" - აცხადებს მუსლიმ ჩებერლოელი.

იგი "კადიროველებსა" და სხვა იმ კავკასიელებსაც მიმართავს, რომლებიც "უკრაინაში რუსი ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმულები ადამიანთა მკვლელობებისთვის იმყოფებიან": "ჩაბარდით და ამით გადაირჩინეთ სიცოცხლეცა და ხალხისა და ღმერთის წინაშე წაბილწული სახელებიც! არ გამოვრიცხავ თქვენს შორის ისეთების ყოფნას, ვინც აქ ძალდატანებით ჩამოიყვანეს, გულის სიღრმეში კი ომის წინააღმდეგია. ამიტომაც მოგიწოდებთ, მიიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - ჩაბარდეთ. მით უფრო, რომ რუსი საქმხედროები მასობრივად ბარდებიან, ხედავენ რა ამ ომის სრულ უპერსპექტივობას. ხოლო თუ მშვიდობიანი მოსახლეობის ჯალათის წინაშე დადებული ბინძური და სამარცხვინო ფიცის გამო ასევე ბინძური ხელფასის ასაღებად ბრძოლას გააგრძელებთ, სიცოცხლეს დაასრულებთ მორგში!".

ცნობისთვის: შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი 2014 წელს, დონბასის ომის დროს ჩამოყალიბდა და ფორმირებისას უმთავრესად ჩეჩნებისგან შედგებოდა, მოგვიანებით კი მასში სხვა ეროვნებების წარმომადგენლებიც გაერთიანდნენ. უკრაინის არმიის მხარეს ამ დროისთვის ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა რაზმებიც იბრძვიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S