Accentnews.ge
«რუსეთი მტერი არაა!»: კიევის ექს-მერი ჩერნოვეცკი უკრაინისადმი რუსეთის აგრესიას ამართლებს

«რუსეთი მტერი არაა!»: კიევის ექს-მერი ჩერნოვეცკი უკრაინისადმი რუსეთის აგრესიას ამართლებს

09/03/2022 12:38:51 პოლიტიკა

კიევის ექს-მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, რომელიც წლებია, უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფება, მის სამშობლოში პუტინის შეჭრა საჯაროდ გაამართლა.

კერძოდ, როგორც ჩერნოვეცკი სოცქსელში წერს, "პუტინს უკრაინასთან ომი არ დაუწყია", მშვიდობიანი უკრაინული ქალაქების დაბომბვა "ძალის დემონსტრირებაა", უკრაინის მიერ რუსეთთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტა კი "დიდ ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს».

«ომი" მოვლენას მაშინ ეთქმის, როცა ერთ ქვეყანას მეორეს დაპყრობა სურს. ამჟამად მიმდინარეობს დარტყმები იმ სამხედრო შენაერთებზე, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ძალით დაპყრობას ცდილობდნენ. ეს მხოლოდ ძალის დემონსტრირებაა და სამხედრო ობიექტებზე დარტყმები. როგორც კი აღიარებენ [უკრაინა - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების - რედ.] საზღვრებს, ყველაფერი დასრულდება. ეს შეიძლებოდა და საჭიროც იყო, გაკეთებულიყო ჯერ კიდევ 8 წლის წინ, იმის ნაცვლად, რომ [უკრაინას - რედ.] სამოქალაქო ობიექტები ებომბათ და მოსახლეობა დაეშინებინათ», – წერს ჩერნოვეცკი და დასძენს, რომ "რუსეთი უკრაინელებისთვის პირადი მტერი არაა, უკრაინელებმა მედიას არ უნდა დაუჯერონ და იარაღი ხელში არ უნდა აიღონ - ეს მათი ომი არ არის".

2017 წელს უკრაინის უშიშროებამ ჩერნოვეცკი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ძებნაში გამოაცხადა. მან რამდენიმე წელი საქართველოში იცხოვრა, სადაც პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის" დააფუძნა და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს ჩერნოვეცკის "საქველმოქმედო ფონდი", თავად კი ის, გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ისრაელში ცხოვრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S