Accentnews.ge
შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20–წლიანი პატიმრობა განესაზღვრა

შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20–წლიანი პატიმრობა განესაზღვრა

09/03/2022 12:57:53 სამართალი

ავსტრალიელი პედაგოგის შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20–წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.

ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.

შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ავსტრალიელ ქალს პირადი ნივთების დაუფლების მიზნით დაესხა თავს, შემდეგ კი მისი მოკვლა გადაწყვიტა.

უწყების ცნობით, შანაი ბრუკის მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარს ხის ტოტები დააფარა და მკვლელობის იარაღი გადააგდო.

10 სექტემბერს მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S