მედია: უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წევრობის განაცხადებს ევროკავშირში ცალ-ცალკე განიხილავენ
09/03/2022 15:23:22 პოლიტიკა
უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადები წევრობაზე ევროკავშირში არა ერთ პაკეტად, არამედ ცალ-ცალკე იქნება განხილული, - განუცხადა, უცხოური მედიის ცნობით, დღეს ბრიუსელში ჟურნალისტებს მაღალი რანგის ევროპელმა ჩინოსანმა.
ამასთან, მისივე თქით, ევროკავშირისთვის პრიორიტეტული უკრაინის წევრობის საკითხი იქნება, რადგან "ეს ერთგვარი მორალური მხარდაჭერის საკითხია".
"თავად ფაქტი განსახილველად წევრობის განაცხადების სწრაფი მიღებისა უკვე წარმოადგენს განსაზღვრული პროცედურის მნიშვნელოვან დაჩქარებას" - დასძინა მან.


