
სოხუმმა დონეცკთან "დიპლომატიური ურთიერთობები" დაამყარა
09/03/2022 15:52:24 კონფლიქტები
ოკუპირებულმა აფხაზეთმა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკასთან "დიპლომატიური ურთიერთობები" დაამყარა, - იუწყება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მისივე ცნობით, «ამჟამად მზადდება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტი, რომელიც შემდგომი ურთიერთობების განვითარებისთვის სამართლებრივი ბაზის ფუნდამენტად იქცევა".
ამასთან, დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ "აფხაზეთიცა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკაც ცალსახად უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის კურსს, რომელიც უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციაზეა მიმართული».
ცნობისთვის: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბიკების აღიარების შესახებ ბრძანებულებას 26 თებერვალს მოაწერა ხელი.
11 марта სოხუმის "დინამოს" სტადიონზე უკრაინაში რუსული აგრესიის მხარდამჭერი რიგით მეორე მიტინგია დაგეგმილი.