Accentnews.ge
ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი თბილისს მათი "სუვერენიტეტის" აღიარებისკენ მოუწოდებენ

ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი თბილისს მათი "სუვერენიტეტის" აღიარებისკენ მოუწოდებენ

10/03/2022 16:54:00 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი მედოევი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება, სადაც ასევე საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრს ინალ არძინბას შეხვდა და ერთობლივი "კომუნიკე" მიიღეს.

"ადასტურებენ ურთიერთინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს, ორივე სახელმწიფოს ხალხების საკეთილდღეოდ.

[...]სამხრეთ ოსურმა და აფხაზურმა მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება ფართო საერთაშორისო აღიარების მისაღწევად. მინისტრები მოუწოდებენ საქართველოს, აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ მხარეები მტკიცედ აპირებენ, საერთო ძალისხმევით მიაღწიონ „საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული გარანტიების ხელმოწერას“.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს უკრაინაში და გადაწყვეტილებას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარებასთან დაკავშირებით.

მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სურვილს „გაეროში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიციების გამოხატვის უფლების მინიჭების შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

უკრაინაში ინალ არძინბას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ნათქვამია, რომ ის გამოძიების ორგანოებს ემალება.

საქართველოს ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S