
კადიროვი უკრაინაში ჩავიდა: "ამოცანა კიევის აღებაა"
13/03/2022 11:50:14 კავკასია
უკრაინაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ჩავიდა.
მედიის ცნობით, იგი უკვე შეხვდა ჩეჩენ ძალოვანებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში მონაწილეობენ.
ამ თათბირის ვიდეოკადრები Telegram-არხმა «Оперативные сводки» და RT-მ გამოაქვეყნეს.
კადიროვის უკრაინაში ჩასვლის შესახებ წერს უკრაინული მედიაც.
«ბანდეროველებისა და ჩეჩნურად მოსაუბრე შაიტანებისთვის დანდობა არ იქნება!»,— განაცხადა თათბირზე კადიროვმა.
ვიდეოჩანაწერში ასევე ისმის მისი ფრაზა «ამოცანა კიევის აღებაა!».